თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ვენეცია“ მეორედაც დაამარცხა #1TVSPORT
ბოლონიის „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიას „ვენეციასთან 2:0-ს იგებს. მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელებმა 77:75 გაიმარჯვეს.
„ვენეციამ“ მესამე პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა და 8 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში უფრო სტაბილური „ვირტუსი“ იყო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 19 წუთში 6 ქულა და 1 პასი მოაგროვა. მის გუნდში 19 ქულით ვილ კლაიბერნი გამოირჩა. „ვენეციაში“ ორმაგი დუბლი შეასრულა მფონდუ კაბენგელემ – 22 ქულა, 14 მოხსნა.
სერია სამ მოგებამდეა, მესამე მატჩი ვენეციაში 23 მაისს გაიმართება.