თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო. ბოლონიელები ბელგრადს ესტუმრნენ და „პარტიზანთან“ 70:69 გაიმარჯვეს.

დრამატული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები: „ვირტუსიდან“ „პარტიზანში“ გადასულმა დანიელმა იფე ლუნდბერგმა გადამწყვეტ მომენტში სამქულიანიც ჩააგდო, ერთი საჯარიმოც, თუმცა „ვირტუსის“ ახალწვეულმა უილ კლაიბერნმა ჯერ წუთით ადრე გამოიყენა ორქულიანი, ხოლო საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე ზუსტი ტყორცნით სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

კლაიბერნმა საბოლოოდ 27 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო:  36 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი.

ბოლონიურ გუნდს 5 ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და მე-18 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 ოქტომბერს „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს.