თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „პესარო“ დაამარცხა - ქართველი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, Lega A-ს მე-14 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „პესაროს“ უმასპინძლა და მეტოქე 83:66 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ 22 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 11 დან 7 სროლა გამოიყენა და 7 დან 6 საჯარიმო, მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა კი +20 შეადგინა.
„ვირტუს ბოლონიამ“ „პესაროს“ წინააღმდეგ უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა და შემდეგ მთელი შეხვედრის განმავლობაში ხელიდან აღარ გაუშვია.
ამ მომენტისთვის ქართველი კალათბურთელის გუნდს იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში 10 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.