თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ბასკონიასთან“ დამარცხდა და ევროლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა #1TVSPORT
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია. პლეი ოფში გამსვლელ ფინალურ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ მის ყოფილ გუნდთან, „ბასკონიასთან“ სტუმრად 77:89 დამარცხდა.
შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა მოიპოვა. „ბასკონიამ“ მნიშვნელოვანი „გაქცევა“ მესამე მეოთხედში მოაწყო, რომელიც 31:16 მოიგო. მეოთხე მეოთხედში ქართველი კალათბურთელის გუნდმა თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა.
მატჩის ბომბარდირი „ბასკონის“ უკანახაზელი მარკუს ჰოვარდი გახდა 28 ქულით. რაც შეეხება შენგელიას, თორნიკე „ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო იყო. მან 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა 8-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
შედეგად, ევროლიგის პლეი ოფი ასე დაკომპლექტდა:
მადრიდის „რეალი“ – „ბასკონია“
„ბარსელონა“ – „ოლიმპიაკოსი“
„პანათინაიკოსი“ – „მაკაბი“
„მონაკო“ – „ფენერბახჩე“