თორნიკე შენგელიას სამქულიანი ძირითადი დროის ბოლო წამზე, 27 ქულა და ორი ოვერტაიმი პეტერბურგში [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას სამქულიანი ძირითადი დროის ბოლო წამზე, 27 ქულა და ორი ოვერტაიმი პეტერბურგში [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც შედეგიანად ჩაატარა. მან „ზენიტთან“ პირველ შეხვედრაში 17 ქულა მოაგროვა, მეორეში – 27 ქულამდე ავიდა. თოკოს ცსკა-მ პირველი მატჩი მოიგო, მეორეში კი ორ ოვერტაიმში დამარცხდა – 104:107.

„ზენიტი“ ბოლო წამებზე სამი ქულით დაწინაურდა და გამარჯვებასაც ძალიან მიუახლოვდა, თუმცა მოსკოველებმა არ დათმეს და ძირითადი დროის ბოლო წუთზე თორნიკე შენგელიამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 75:75.

მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა. პირველმა დამატებითმა ხუთწუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მეორე ოვერტაიმში კი „ზენიტის“ გამთამაშებლის პანგოსის ეფექტურმა თამაშმა მატჩის ბედი პეტერბურგელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

თორნიკე შენგელია: 45 წუთი, 27 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება. სარგებლიანობა – 30.

ასე და ამგვარად, სერიაში (3 მოგებამდეა) ანგარიშია 1:1. მომდევნო ორი მატჩი მოსკოვში გაიმართება. პირველი 22 მაისს, მეორე – 24-ში.

დატოვე კომენტარი