თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი - „ბასკონია“ -„ოლიმპიას“ მატჩი დრამატული გამოდგა
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი - „ბასკონია“ -„ოლიმპიას“ მატჩი დრამატული გამოდგა

„ევროლიგის“ 19-ე ტურის შეხვედრა ვიტორიაში, სადაც „ბასკონიამ“ მილანის „ოლიმპია“ მიიღო საოცრად დრამატული გამოდგა. მატჩის დასრულებამდე 6 მეასედი წამით ადრე, იანის ტიმას შემოტანილი ბურთი, თორნიკე შენგელიამ მიიღო და კალათისკენ გაგზავნა მოასწრო, თუმცა ბასკონიელთა ქართველი კაპიტნის ნატყორცნი არაზუსტი გამოდგა და მილანის გამარჯვება დაფიქსირდა 83-82.

მანამდე, წინა შეტევა ჯორდან თეოდორის ზუსტი ორქულიანით დააგვირგვინეს და სწორედ ეს გამოდგა, სტუმართათვის გამარჯვების მომტანი. არადა, ბოლო მეოთხედის შუაში ვიტორიელები 11 ქულასაც აგებდნენ.

მასპინძელთა რიგებში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა 17 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა. სარგებლიანობის მხრივ (30) თოკო ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. „ბასკონიამ“ ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან მეოთხე მატჩი წააგო და ამ ეტაპზე, პლეი-ოფის ზონაში აღარ იმყოფება.

პედრო მარტინესის გუნდი 20-ე ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახას“ სტუმრად შეხვდება.