თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ვირტუსმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა #1TVSPORT
ევროლიგაზე მორიგი ეფექტური მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ. მისი წინამძღოლობით ბოლონიის „ვირტუსმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა – 80:75.
იტალიელებმა პირველი ტაიმი არადამაჯერებლად ჩაატარეს, მესამე პერიოდის შუაში კი კატალონიელებს 12 ქულით ჩამორჩებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ იფეთქა შენგელიამ – ორი სამქულიანი ჩააგდო, გადამწყვეტ მომენტში ორქულიანებიც მიაყოლა და მისმა გუნდმა ევროლიგაზე მერვე მატჩი მოიგო.
თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 32 წუთი, 14 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.
ამ მატჩში შენგელიამ ევროლიგურ კარიერაში თავისი მე-500 პასი შეასრულა.
„ვირტუსს“ 12 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და მესამე ადგილზეა.