თორნიკე შენგელიას ესპანეთის MVP-ის ტიტულამდე ხუთი ქულა არ ეყო
თორნიკე შენგელიას ესპანეთის MVP-ის ტიტულამდე ხუთი ქულა არ ეყო

ესპანეთის ჩემპიონატის 2017-18 წლების სეზონის MVP მადრიდის “რეალის” მცველი ლუკა დონჩიჩი გახდა.
გულშემატკივრების, პრესის, მოთამაშეებისა და მწვრთნელების გამოკითხვაში დონჩიჩმა 75 ქულა აიღო და მხოლოდ 5 ქულით გაუსწრო “ბასკონიას” ქართველ ფორვარდს თორნიკე შენგელიას. ამ დუეტს დიდი მანძილით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული გარი ნილი (“სარაგოსა“).

შენგელიას ფანებისგან 15 ქულა ერგო, დონჩიჩს – 10. ქართველმა სლოვენიელს ასევე მოუგო მოთამაშეების გამოკითხვაში – 25 15-ის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, დონჩიჩს უპირატესობა მიანიჭეს პრესამ (25 15-ის წინააღმდეგ) და მწვრთნელებმა (25 15-ის წინააღმდეგ).

19 წლის დონჩიჩი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.7 მოხსნასა და 5.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამ სეზონში ის ევროლიგის რეგულარული სეზონის MVP და ევროლიგის “ოთხთა ფინალის” MVP გახდა.