თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგის ახალი სეზონი „რეალთან“ გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ „რეალთან“ საშინაო მატჩით გახსნა. შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა – 78:77.
გამარჯვების ორქულიანი რაითმა საფინალო სირენამდე 51 წამით ადრე ჩააგდო. მან მატჩი 12 ქულით დაასრულა. 24 ქულით მატჩის ბომბარდირი „დუბაის“ ამერიკელი ლეგიონერი ბეიკონი გახდა.
თორნიკე შენგელიამ 15 წუთში 5 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
„დუბაი“ მომდევნო მატჩს ასევე შინ, 29 სექტემბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.