თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ადრიატიკის თასზე სერბული „სუბოტიცა“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ადრიატიკის ლიგაზე სერბეთის „სუბოტიცას“ უმასპინძლა და 93:75 დაამარცხა.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო, 14 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.
ადრიატიკის ლიგის B ჯგუფში „დუბაის“ 7-დან 7 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა. უახლოესი მატჩი 17 ნოემბერს ევროლიგაზე თურქულ „ეფესთან“ ელის.