თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია 3:0 მოუგო გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ და ფინალის საგზური მოიპოვა. საჩემპიონო მატჩში „ბარსა“ „ვალენსიასა“ და „ხუვენტუდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კატალონიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ შენგელიას გუნდი კანარის კუნძულებს ესტუმრა და ურთულეს ბრძოლაში მესამე გამარჯვებაც მოიპოვა – 85:76.

ტენერიფელებს ვერ ეხმარება გიორგი შერმადინი, რომელსაც გულის პრობლემები აქვს. თორნიკე შენგელიამ კი 20 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმოა.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი ბარსელონელი ვილ კლაიბერნი გახდა.