თორნიკე შენგელიას 29 ქულით „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეცია“ დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ვენეციას“ მესამე მატჩი 96:79 მოუგო და ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელისგან 32 წუთი მიიღო, რა დროშიც 29 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქულათა ეს მაჩვენებელი საუკეთესოა შენგელიასთვის „ვირტუს ბოლონიის“ რიგებში.
იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ბოლონიელები „მილანოს“ შეხვდებიან, რომელმაც „ბრეშასა“ და „პისტოიას“ დამაჯერებლად მოუგო, ორივე შემთხვევაში მილანელებმა 3:0 გაიმარჯვეს.
გათამაშების ფინალის პირველი მატჩი 6 ივნისს გაიმართება.