თორნიკე შენგელიას 23 ქულა სტამბოლში და განაცხადი ევროლიგის ტურის საუკეთესოობაზე [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 23 ქულა სტამბოლში და განაცხადი ევროლიგის ტურის საუკეთესოობაზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართვგელოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ეფექტური თამაშით მოსკოვის ცსკა-მ სტამბოლში „ეფესი“ დაამარცხა. ევროლიგის მეორე ტურის მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული აღმოჩნდა და საბოლოოდ სტუმართა სასარგებლოდ, 100:96 დასრულდა.

შენგელიამ ბოლო წამებზე, როდესაც მის გუნდს შეტევაში ქულების მოპოვება გაუჭირდა და 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავა, ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ჩააგდო. საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე, როდესაც ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, ფარქვეშ შესულმა კლაიბერნმა ბურთი ააცილა, შენგელიამ მოხსნა და კალათში ჩააბრუნა – 97:93. საფინალო ანგარიშიც თოკოს ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ დაფიქსირდა.

ქართველი ფორვარდის სრული სტატისტიკა: 32 წუთი, 23 ქულა (5/5 ორქულიანი, 3/2 სამიანი, 8/7 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო იყო – 29.

ამ მაჩვენებლით თორნიკემ სერიოზული განაცხადი გააკეთა ევროლიგის ტურის საუკეთესოობაზე.

ორი ტურის შემდეგ ცსკა-ს თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს „ზენიტის“ წინააღმდეგ გამართავს.