თორნიკე შენგელიას 19 ქულა და ბასკონიას ზედიზედ მეორე გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

12:21, 13.11.2017

ესპანეთის „ლიგა ენდეზაში“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „ბასკონიამ“.

თორნიკე შენგელიას გუნდმა, საკუთარ დარბაზში „ხუვენტუდს“ 87-77 მოუგო. მასპინძლეთა ქართველმა კაპიტანმა, 21 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 19 ქულით ულიდერა.

შენგელიამ 11 დან 6 ორქულიანი 2 დან 1 საქმულიანი და ოთხივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

ტუმართა შორის, გიელო გამოირჩა 21 ქულით.

„ბასკონიამ“ ამ გამარჯვების შემდეგ, მერვე ადგილზე გადაინაცვლა. პედრო მარტინესის გუნდის შემდეგ მეტოქე, „სან პაბლო ბურგოსი“ იქნება.

მსგავსი