თორნიკე შენგელიას 17 ქულა იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მესამე მატჩი გამართა. საწყისი გამარჯვებების შემდეგ ბოლონიელებმა სტუმრად ითამაშეს და „ვენეციასთან“ 73:78 დამარცხდნენ.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი ვენეციელი ჯორდან სპარკსი გახდა. 17 ქულა ჩააგდო შენგელიამ, რომელიც ბოლონიელთაგან ყველაზე სასარგებლო იყო. 21 წუთში მან 17 ქულას 2 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიამატა.

შეგახსენებთ, რომ  „ვენეციაში“ ქართველი ფორვარდი გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელსაც ამ მატჩში მოაწილეობა არ მიუღია.

სერიაში ანგარიშია 2:1 „ვირტუსის“ სასარგებლოდ.