თორნიკე შენგელიას 16 ქულა და „ვირტუსის“ გამარჯვება „ბასკონიასთან“ #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ მისივე ყოფილ კლუბ „ბასკონიას“ ესტუმრა და შენგელია-ბელინელის დუეტის კარგი თამაშის წყალობით დაამარცხა. ბოლონიელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და 91:81 გაიმარჯვეს.
მარკო ბელინელიმ 27 ქულა ჩააგდო, შენგელიას სტატისტიკა კი ასეთი იყო:
29 წუთი, 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
„ვირტუსს“ 14 ტურის შემდეგ 10 მოგება აქვს და მესამე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატში გიგა ჯანელიძის „ვენეციის“ წინააღმდეგ გამართავს.