თორნიკე შენგელიას 13 ქულა და მოგება „ავტოდორთან“
თორნიკე შენგელიას 13 ქულა და მოგება „ავტოდორთან“

თორნიკე შენგელიას გუნდმა ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მეათე მატჩი მოიგო. მოსკოველები სარატოვს ესტუმრნენ და „ავტოდორთან“ 98:82 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 17 წუთი ითამაშა და 13 ქულას 6 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა მიამატა.

ცსკა-ს ბომბარდირი გერმანელი იოჰან ვოიტმანი გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო. მატჩის სნაიპერობა კი ავტოდორელმა ნეით მეისონმა არავის დაუთმო – 31 ქულა.

შენგელიას გუნდს უახლოესი მატჩი ევროლიგაზე თურქული „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ 22 იანვარს ელის.