თორნიკე შენგელიას 11 ქულა ტრევიზოში - „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზეა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 11 ქულა ტრევიზოში - „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზეა #1TVSPORT

ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ში იოლი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდმა „ტრევიზო“ მისავე მოედანზე 39 ქულის სხვაობით – 100:61 დაამარცხა.

პირველ პერიოდში გასავარდნ ზონაში მყოფმა „ტრევიზომ“ მოწინააღმდეგე 4 ქულით დაამარცხა, მაგრამ მეორე მეოთხედი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებამდე ბოლონიელები 17 ქულით გაიჭრნენ წინ. მესამე მეოთხედში ვირტუსმა უპირატესობა 30-მდე გაზარდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 18 წუთი გაატარა, 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, რაც ანალოგიური შედეგია მარკო ბელინელისა და ისაია კორდინიერის მონაგარისა. საუკეთესო კი ანტე ჟიჟიჩი გახდა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.

„ვირტუსი“ იტალიაში მე-2 ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა შენგელიას გუნდს ევროლიგაში „მონაკოსთან“ აქვს, რომლის ასისტენტი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია.