თორნიკე შენგელიას 10 ქულა მილანში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მესამე მატჩი გამართა. თოკოს „ვირტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და 82:94 დამარცხდა. სერიაში მილანელები დაწინაურდნენ – 2:1. ჩემპიონი გახდება ის, ვინც ოთხ მატჩს მოიგებს.

სერიის მესამე მატჩში შენგელია, ტრადიციულად, ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო. 28 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სერიის მეოთხე მატჩი ისევ მილანში, 14 ივნისს გაიმართება.