თორნიკე შენგელიამ ყუბანის „ლოკომოტივს“ 25 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ყუბანის „ლოკომოტივს“ 25 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი გამართა – ყუბანში „ლოკომოტივთან“ 25 ქულა ჩააგდო. თუმცა ქართველი ფორვარდის კარგი გარჯა სათანადოდ ვერ დაფასდა – ყუბანელებმა ვითიბი ლიგაზე ფავორიტ ცსკა-ს 103:94 მოუგეს.

მათი გამარჯვება უმთავრესად ლიეტუველი კალათბურთელების დამსახურებაა: მინდაუგას კუზმინსკასმა 25 ქულა ჩააგდო, მანტას კალნიეტისის ანგარიშზე კი 13 შედეგიანი გადაცემაა.

თორნიკე შენგელიას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 30 წუთი, 15-დან 11 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო, 5 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება.

ვითიბი ლიგაზე ცსკა-ს 16 მოგება, 7 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. ერთი მოგებით მეტი აქვს „ლოკომოტივს“, რომელიც მესამეა.