მოსკოვის ცსკამ „ვითიბი ლიგის“ (VTB League) 2020 წლის სეზონის პირველი მატჩი „ასტანას“ წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 93:60 მოიგო. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თორნიკე შენგელიამ, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ სამი წუთი დაჰყო, რადგან მუხლზე დაზიანება მიიღო.
შენგელიამ მატჩის დარჩენილი პერიოდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. მას დარბაზი არ დაუტოვებია, თუმცა მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ქართველი კალათბურთელის ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ ცსკა მომდევნო შეხვედრას „პერმას“ წინააღმდეგ, 26 სექტემბერს გამართავს. საკალათბურთო „ევროლიგა“ კი პირველ ოქტომბერს დაიწყება და პირველი ტურის შეხვედრაში რუსულ კლუბს „ბარსელონა“ უმასპინძლებს.