თორნიკე შენგელიამ „პესაროსთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ „პესაროსთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

იტალის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „პესაროს“ ესტუმრა და დამატებით დროში 86:87 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი იყო. მან 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა (11-დან 9 საჯარიმო, 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი), 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით თოკო თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

„პესაროს“ გამარჯვება მაკდაფისა (23 ქულა) და ჩინჩარინის (19) შედეგიანმა თამაშმა განაპირობა.

„ვირტუსს“ 16 მოგება, 7 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში მეორე-მესამე ადგილებს „ვენეციასთან“ იყოფს.