თორნიკე შენგელიამ მიმდინარე ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ მიმდინარე ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელებმა ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლეს და 68:71 დამარცხდნენ.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში „ჟალგირისი“ 10 ქულით დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე შენგელიას ზუსტი საჯარიმოებით „ბოლონიამ“ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა და წინ გასვლაც – 63:62. თუმცა 2 წუთით ადრე თორნიკემ მეხუთე ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა.

დარჩენილ დროში მეტი სიზუსტე სტუმრებმა გამოიჩინეს და გაიმარჯვეს კიდეც.

შენგელიამ ამ სეზონში ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა: 28 წუთში 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი.

„ვირტუსს“ სამი ტურის შემდეგ ჯერ მოგება არ აქვს, მომდევნო მატჩს კი 18 ოქტომბერს მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოსთან“ გამართავს.