თორნიკე შენგელიამ მადრიდში „რეალთან“ 12 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ მადრიდში „რეალთან“ 12 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში ბოლონიის „ვირტუსის“ მოგებათა სერია მადრიდში შეწყდა. იტალიური კლუბი „რეალთან“ 74:100 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი, როგორც შემდეგ გაირკვა, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 27:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

„რეალი“ კი ასეთ უპირატესობას ხელიდან არასოდეს უშვებს. მასპინძელთა წარმატება დიდწილად ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებაა – 18 ქულა, 11 პასი.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო:

12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. მის ანგარიშზე 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმოა. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 14.