თორნიკე შენგელიამ იტალიის თასზე ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის თასის 1/4-ფინალში „რეჯო ემილიას“ წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 72:81 დამარცხდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა თორნიკეს, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნა და 2 პასი მიამატა. ამდენივე ქულა მოაგროვა მისმა ოპონენტმა, გალოვეიმ.

იტალიის თასის 1/2-ფინალში „რეჯო ემილია“ „ნაპოლის“ შეხვდება. მეორე წყვილი გიგა ჯანელიძის „ვენეციამ“ და მილანმა“ შეადგინეს.

„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 29 თებერვალს „ვალენსიასთან“ გამართავს. მანამდე შენგელიას საქართველოს ნაკრებში ელის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი – 23 თებერვალს დანიასთან, 26-ში სერბეთთან.