თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე სარეკორდო, რვა პასი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, ევროლიგაზე თორნიკე შენგელიამ ერთი კვირის ინტერვალით უკვე მეორე პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ფორვარდმა წინა კვირაში 35 ქულა დააგროვა, ხოლო ამჯერად, „პარტიზანთან“ შეხვედრაში 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს შენგელიასთვის ევროლიგური რეკორდია.
შენგელიას გუნდმა ისევ ვერ მოიგო. „ვირტუსი“ ბოლონიაში სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ 71:81 დამარცხდა. შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო – მან სასტარტო ხუთეულში, 30:32 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან ორი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუსს“ 7 მოგება და 18 მარცხი აქვს და 14 ქულით მე-16 ადგილზეა, 26-ე ტურში კი „პარიზს“ მასპინძლობს.
კამარ ბოლდუინის „ბასკონიამ“ სტუმრად „მონაკოსთან“ 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა მატჩი მაინც დათმო – 85:92. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 6 ქულითა და 3 პასით დაასრულა. „ბასკონია“ 10 მოგებითა და 15 მარცხით მე-15 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 20 ქულა აქვს და მომდევნო ტურში თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.