თორნიკე შენგელიამ „ცრვენა ზვედასთან“ მატჩში 12 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

22:20, 08.10.2026

ევროლიგაზე მეოთხე ტურის მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“. საამიროების გუნდმა სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 58:77 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელთა შორის ყველაზე სარგებლიანი იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციანტმა 18 შეადგინა. თორნიკემ 22 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმოა.

„ცრვენა ზვეზდას“ კი ჯორდან ნვორამ მოაგებინა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

მსგავსი