თორნიკე შენგელიამ ბოლონიის „ვირტუსის“ ქომაგებს მიმართა – მალე დავბრუნდები [ვიდეო] #1TVSPORT

18:26, 14.09.2022

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ორი დღის წინ კონტრაქტი გააფორმა ბოლონიის „ვირტუსთან“. თოკო უკვე იტალიაშია, საიდანაც ბოლონიელ ქომაგებს მოკლე სიტყვით მიმართა:

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. სამწუხაროდ, სეზონის დასაწყისის გამოტოვება მომიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები. მინდა მადლობა ვუთხრა ფანებს, რომლებიც დიდებულ შეტყობინებებს მიგზავნიდნენ.

Amore Infinito, უზომოდ მიყვარხართ“.

მსგავსი