თორნიკე შენგელიამ ბოლონიაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ დანიაში გაემგზავრება #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ბოლონიაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ დანიაში გაემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ დანიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ საკუთარ კლუბში ევროლიგაზე ითამაშა. თოკოს „ბარსელონა“ მისივე ყოფილ კლუბს, „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრა და 80:85 დამარცხდა.

შენგელიამ მატჩი 16 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. მის გუნდში ყველაზე მეტი, 27 ქულა კევინ პანტერს ჰქონდა. „ვირტუსში“ კი 22 ქულით კარსენ ედვარდსი გამოირჩა.

„ბარსას“ ევროლიგაზე 17 მოგება, 12 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა.

რაც შეეხება შენგელიას, ის ბოლონიური მატჩის შემდეგ დანიაში გაემგზავრება და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. დანია-საქართველო 27 თებერვალს, 21:30 საათზე გაიმართება.