თორნიკე შენგელიამ „ბაიერნს“ 11 ქულა ჩაუგდო - ცსკა ბოლო წამებზე დამარცხდა [ვიდეო]

ევროლიგის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. ფავორიტი მოსკოვური კლუბი იყო, თუმცა ბავარიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არასოდეს ნებდებიან და ბოლო წუთებზე ცსკა-ს 69:66 სძლიეს.

მეტოქის კალათბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს თორნიკეს, რომელიც გამთამაშებლის, მაიკ ჯეიმსის არყოფნაში ცსკა-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. საბოლოოდ ქართველმა ფორვარდმა 29 წუთში 11 ქულა, 3-3 მოხსნა-პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

მატჩის ბომბარდირი ბაიერნელი ვეიდ ბალდუინი გახდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

ერთ ეპიზოდში თორნიკე შენგელიამ მეტად ეფექტურად მოატყუა მეტოქე და ფარქვეშიდან ლამაზად ჩააგდო. ეს მომენტი თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა BboBasket-მა და მიაწერა: „თორნიკე შენგელია კაირი ირვინგის სტილში“.