თორნიკე შენგელიამ ადრიატიკის ლიგაზე ვლადიმერ ბოისას ვაჟის წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT

01:13, 05.10.2026

ადრიატიკის ლიგაზე თორნიკე შენგელიას „დუბაი“ სლოვენიის „ილირიას“ ესტუმრა და 85:70 გაიმარჯვა.

მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის ორმაგად საინტერესო იყო: ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს შენგელიამ და მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვლადიმერ ბოისას ვაჟმა ლიან ბოისამ. იგი 19 წლისაა და სლოვენიის მოქალაქეა, იქაურ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

როგორც ახალგაზრდა ბოისამ, ასევე თორნიკე შენგელიამ 20-20 წუთი ითამაშეს. ლიანმა 9 ქულა და 1 პასი მოაგროვა. ბურთი არ აუცილებია: 2/2 ორქულიანი, 1/1 სამიანი, 2/2 საჯარიმო.

თორნიკემ 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საინტერესოა, რომ მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ. 6-დან 5 საჯარიმო და 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა.

მომდევნო მატჩს „დუბაი“ ევროლიგაზე სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ 8 ოქტომბერს გამართავს. „ილირია“ კი 7 ოქტომბერს სლოვენიის ჩემპიონატში კრკა-ს მიიღებს.

მსგავსი