თორნიკე შენგელიამ 17 ქულა შესძინა - „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გუნდი „ვირტუს ბოლონია“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ოლიმპია მილანოსთან“ 96:98 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ბოლონიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, „ვირტუსი“ მეტოქეს 11 ქულითაც ამარცხებდა, თუმცა მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა „მილანოს“ მხარეს გადავიდა.
დამარცხებული გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო. შენგელიამ მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
იტალიის ჩემპიონატს „ვირტუს ბოლონია“ 29 სექტემბერს „ტრაპანისთან“ მატჩით დაიწყებს.