თორნიკე შენგელიამ 16 ქულა ჩააგდო - „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის პირველ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია დაიწყო, რომელშიც თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „მილანოს“ უპირისპირდება.
სერიის პირველ მატჩს „ვირტუსმა“ უმასპინძლა და მასპინძლები ოვერტაიმში 75:86 დამარცხდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველი კალათბურთელის გუნდმა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა „მილანომ“ მეორე ტაიმში თამაში საგრძნობლად გამოასწორა, ხოლო ოვერტაიმში 18:7 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელია თავისი გუნდის რიგებში 16 ქულით საუკეთესო იყო. მას ასევე 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „მილანოს კი 25 ქულით შევონ შილდსი ლიდერობდა.
იტალიის Lega A-ში ფინალური სერია სამ გამარჯვებამდეა. მორიგ მატჩს კვლავ „ვირტუსის“ საშინაო არენა 8 ივნისს უმასპინძლებს.