თორნიკე შენგელია ვარსკვლავთა მატჩში ითამაშებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელია ვარსკვლავთა მატჩში ითამაშებს #1TVSPORT

დასრულდა ჟურნალისტთა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა ვითიბი ლიგის „ოლ სტარის“ შემადგენლობები. ვარსკვლავთა მატჩი 20 თებერვალს მოსკოვში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მიიღებს. იგი ლეგიონერთა გუნდის სასტარტო ხუთეულში იქნება.

ლეგიონერები:​ მაკოლუმი (ყუბანი), ბერონი (ზენიტი), ჩერი (ავტოდორი), ლუნდბერგი (ცსკა), ხიკი (ასტანა), ჰეზონია (უნიქსი), მიკი (ზენიტი), შენგელია (ცსკა), მოტლი (ყუბანი), ბრაუნი (უნიქსი).

ადგილობრივები: სტრებკოვი (ნიჟნი ნოვგოროდი), კულაგინი (ზენიტი), შვედი (ცსკა), კოლესნიკოვი (ავტოდორი), ვორონოვი (პარმა), ასტაპკოვიჩი (ნიჟნი ნოვგოროდი), კარასიოვი (ზენიტი), ვორონცევიჩი (უნიქსი), ბოლომბოი (ცსკა), ილნიცკი (ყუბანი).