თორნიკე შენგელია - ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც რთულ მომენტში კონცენტრაცია შეინარჩუნა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც რთულ მომენტში კონცენტრაცია შეინარჩუნა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდიაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო (88:85) და დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ.

მატჩის შემდეგ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გულშემატკივართა როლზე ილაპარაკა:

„მადლობას ვეტყვი ისლანდიის ნაკრებს. ძალიან კარგად იბრძოლა, ბოლო წუთებამდე მძიმე მატჩი იყო. ვამაყობ ჩემი გუნდით, სამწვრთნელო შტაბით, რომლებმაც მოახერხეს და მესამე პერიოდში ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მათი მხარში დგომა ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში“.