თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების 37-ქულიან რეკორდზე – როდესაც ამ რიცხვს გაიხსენებენ, აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვან გუნდის დამსახურებას #1TVSPORT

22:39, 05.07.2026

საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩში კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ისტორიული რეკორდი დააფიქსირა – 37 ქულა ჩააგდო. მანამდე 36-36 ჰქონდათ ჩაგდებული ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვის, ქომაგისთვის, ქვეყნისთვის. გიჟური თამაში იყო. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი. მძიმედ დავიწყეთ, 22 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა არ დავნებდით.

უკრაინის მატჩის მსგავსი შეხვედერბიოგჯერ ხდება, მაგრამ ხასიათი სწორედ ასეთი წაგებული მატჩების შემდეგ უნდა გამოავლინო. ეს თულია, მითუმეტეს, როცა ესპანეთს ეთამაშები. უკრაინასთან მატჩის შემდეგ იყო დიდი წნეხი, თუმცა ბიჭებს ვუთხარი – ისიამოვნეთ თამაშით. არ დაგვიკარგავს რწმენა და მიზანსაც მივაღწიეთ. არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომელმაც დიდი ენერგია მოგვცეს.

37 ქულა სასიამოვნოა, მაგრამ არასოდეს ვუყურებ პირად სტატისტიკას. როდესაც ამ რიცხვს გაიხსენებენ, აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვან გუნდის დამსახურებას“.

მსგავსი