თორნიკე შენგელია - საქართველო-სლოვენიის მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - საქართველო-სლოვენიის მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს [ვიდეო] #1TVSPORT

28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი მეტოქე სლოვენია იქნება. პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილის ბედი, დიდი ალბათობით, სწორედ სლოვენია-საქართველოს მატჩში გაირკვევა.

​ჩვენმა ნაკრებმა მატჩის წინა დღეს ღია ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც სლოვენიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ:

კაბო ვერდესთან ისტორიული გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ ამით ყველაფერი არ გვითქვამს. პირველ ტურში არაფერი დამთავრებულა. ხვალ სლოვენიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია, რამდენად კარგი მოთამაშეები ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე მატჩშიც გავიმარჯვოთ.

ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია, მათი – პერიმეტრზე. ვნახოთ, ვინ როგორ დაცვას ითამაშებს. ჩემი აზრით, ამ მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს“.

საქართველო-სლოვენია 28 აგვისტოს 15:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.