თორნიკე შენგელია საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში #1TVSPORT
ფიბა-მ გამოავლინა მსოფლიო ჩემპიონტის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელები. MVP-დ ხორვატიის ნაკრების ლიდერი მარიო ჰეზონია დაასახელა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა:
ნიკო მანიონი (იტალია), ტარიკ ბებეროვიჩი (თურქეთი), მარიო ჰეზონია (ხორვატია), მატეუშ პონიტკა (პოლონეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო).
ფიბა-ს პუბლიკაციაში თოკოს შესახებ ვკითხულობთ: „პირველ საკვალიფიკაციოზე თორნიკე შენგელია „მონსტრი“ იყო. მისი 37 ქულითა და 10 მოხსნით საქართველომ ესპანეთი დაამარცხა. ეს საღამო ქართველ ქომაგს დიდხანს ემახსოვრება. ამ ტურნირზე ქართველი ვეტერანი საშუალოდ 21.3 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 პასს, 1.8 ჩაჭრასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა“.