თორნიკე შენგელია „პანათინაიკოსში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია „პანათინაიკოსში“ გადასვლასთან ახლოსაა #1TVSPORT

დიდი ალბათობით, თორნიკე შენგელია კარიერას ბერძნულ „პანათინაიკოსში“ განაგრძობს. როგორც ბერძნული საიტი SDNA წერს კლუბმა კალათბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ახლა კი მოლაპარაკებები შენგელიას ამჟამინდელ კლუბ „ვირტუსთან“ მიმდინარეობს. ბოლონიელებთან თოკოს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

„პანათინაიკოსში“ ამ ზაფხულს მთავარ მწვრთნელად ერგინ ატამანი დაინიშნა, რომელიც ევრობასკეტ 2022-ზე თურქეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი „გალათასარაიში“ მანუჩარ მარკოიშვილს წვრთნიდა. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით დაუკავშირდა „პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობა კალათბურთელის აგენტს.