თორნიკე შენგელია - მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ისლანდიაში გამარჯვება აუცილებელია #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ისლანდიაში გამარჯვება აუცილებელია #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩს გამართავს რეიკივიავიკში ისლანდიასთან. შეხვედრა თბილისის დროით 23:25 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდი თბილისიდან 7 ნოემბერს გაფრინდა, 10 ნოემბერს კი იტალიიდან კაპიტანი თორნიკე შენგელია შეუერთდა, რომელმაც 24 აგვისტოს მიღებული ტრავმა უკვე მოიშუშა და გადამწყვეტ შეხვედრას მწყობრში ხვდება.

„ისლანდიასთან მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია. გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. მოგეხსენებათ, სწორედ ჩვენსა და ისლანდიას შორის მატჩები გაარკვევს, ვინ გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე. აქედან გამომდინარე მოედანზე სრული მობილიზებით უნდა გავიდეთ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ“, – ამბობს თორნიკე შენგელია.