თორნიკე შენგელია იტალიური დერბის ბომბარდირია - „ვირტუსი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია იტალიური დერბის ბომბარდირია - „ვირტუსი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ევროლიგაზე იტალიური დერბი გაიმართა. 33-ე ტურში ერთმანეთის პირისპირ „მილანი“ და „ვირტუსი“ წარდგნენ. მატჩი მილანში ჩატარდა და ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 90:75.

შეხვედრა თავიდანვე ჩრდილოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლონიელები ბოლომდე იბრძოდნენ და დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. სტუმართა რიგებში ყველაზე მეტად თორნიკე შენგელია გამოირჩეოდა, რომელიც საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი გახდა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 21 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 17 მქკ. თოკომ 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსში“, შენგელიას გარდა, 10 ქულას მხოლოდ მარკო ბელინელი ასცდა – 13 ქულა.

„მილანის“ გამარჯვებაში კი დიდი წვლილი შეიტანა ნიკოლა მიროტიჩმა, რომალმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ბოლონიის „ვირტუსს“ ევროლიგაზე 17 მოგება, 16 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.