„არმანი მილანის“ გამარჯვებით დასრულდა იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომლის ფინალში მილანელებმა თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხეს.
ფინალური სერია სამ მოგებამდე იყო. მეოთხე, გადამწყვეტი შეხვედრა მილანში გაიმართა, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 85:73 დასრულდა „არმანის“ სასარგებლოდ.
ჩემპიონების რიგებში 30 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლა მიროტიჩი, ხოლო „ვირტუსში“ ყველაზე მეტი ისაია კორდინიეს ჰქონდა – 21 ქულა. შენდეგლიას სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 4 ქულა, 2 პასი, 3 მოხსნა.