თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა#1TVSPORT
თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა#1TVSPORT

„ვირტუს ბოლონიის“ ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მე-13 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პისტოიას“ დაუპირისპირდა და 91:70 დაამარცხა. შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ხუთეულში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან ერთად, ასევე მოხვდნენ: ალესანდრო ჯენტილე („სკაფატი“), დანიელ ჰაკეტი („ვირტუს ბოლონია“), ნიკო მანიონი („ვარეზე“) და ანდრეის გრაზულისი („ტრენტო“).

ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონიას“ იტალიის Lega A-ში 9 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.