თორნიკე შენგელია - გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია, ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ - ცუდი და კარგი #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია, ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ - ცუდი და კარგი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია: „გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ – ცუდი და კარგი. პროფესიონალები ვართ და როცა ვიცით, სამ დღეში თამაშია, უნდა მოვახერხოთ, ერთ დღეში გავაანალიზოთ წინა შეხვედრა და მომდევნოზე მოვახდინო კონცენტრირება.

დიდი ენერგიის წყარო მოგვცეს ბექა ბექაურმა, რატი ანდრონიკაშვილმა და ყველა კალათბურთელმა, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო. ეს ენერგია იგრძნობოდა დილიდანვე, რასაც დაემატა გულშემატკივრის მხარდაჭერა – ენით აუწერელი იყო.

ერთს დავამატებდი – გვინდა, ეს თამაში მივუძღვნათ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან წევრს, პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიას (რომელსაც მამა გარდაეცვალა). მინდა გადავცე – ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და უნდა გამაგრდეს“.