თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ოქტომბერში კარგი თამაში დაუფასდა – იგი ევროლიგის თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად ევროლიგის MVP 2018 წლის მარტში გახდა. მაშინ ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.

2023 წლის ოქტომბერში მისმა „ვირტუსმა“ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო. ქართველი ფორვარდის საშუალო მონაგარი კი 18.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 4 პასი იყო.

 

27 ოქტომბერი

ვილერბანი-ვირტუსი 84:87

შენგელია: 34 წუთი, 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება.

 

20 ოქტომბერი

ვირტუსი-ცრვენა ზვეზდა 85:79

შენგელია: 30 წუთი, 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა.

 

18 ოქტომბერი

ვირტუსი-ალბა 87:76

შენგელია: 27 წუთი, 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი.

 

13 ოქტომბერი

მონაკო-ვირტუსი 59:83

შენგელია: 26 წუთი, 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.

 

5 ოქტომბერი

ვირტუსი-ჟალგირისი 79:82

შენგელია: 31 წუთი, 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი.