თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსს“ ემოციურად დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მომავალი სეზონიდან კარიერას „ბარსელონაში“ განაგრძობს. იგი ემოციური პოსტით დაემშვიდობა ბოლონიის „ვირტუსს“.
„გულითად მადლობას მოვახსენებ გუნდის ხელმძღვანელს, მასიმო ძანეტის, რომელმაც მომცა საშუალება, მეტარებინა ბოლონიელთა მაისური და ამაყად დამეცვა ამ ქალაქის ღირსება.
მადლობა ჩემს მწვრთნელებს, რომლებიც დამეხმარნენ უკეთესი გავმხდარიყავი როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. განსაკუთრებული მადლობა დუშკო ივანოვიჩს, ლუკა ბანკისა და სერჟიო სკარიოლოს.
მადლობა მენეჯერებს, ექიმებს, მედიას, გუნდის ყველა წევრს.
მადლობა საოცარ ფანებს ჩემი და ჩემი გუნდის გვერდით დგომისთვის. თქვენ „ვირტუსის“ გულისცემა ხართ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიმღერები, დროშები და ცეცხლი.
დაბოლოს, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს. ჩვენ ყველაფერი ერთად განვიცადეთ, იმედგაცრუებაც და ტრიუმფიც. თქვენ მუდამ ჩემ გვერდით იყავით, ერთად ვიბრძოდით. რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვიყავით.
„ვირტუს ბოლონია“ ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება“.