თორნიკე შენგელია ახალ სეზონს „რეალთან“ მატჩით იწყებს #1TVSPORT

10:53, 13.09.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 2026-27 წლების სეზონში „დუბაის“ ღირსებას დაიცავს. ეს კლუბი ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგაზე ასპარეზობს.

შენგელიას თანაგუნდელებმა შეკრება ანტალიაში გაიარეს, სადაც ოთხი მატჩი ჩაატარეს – ორი მოიგეს, ორში დამარცხდნენ.

ბოლო შეხვედრა „ეფესთან“ გამართეს და 79:75 გაიმარჯვეს. თორნიკე შენგელია „დუბაის“ 11 ქულით შეეწია.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გუნდი დუბაიში გამართავს – 24 სექტემბერს ევროლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ამას მოჰყვება ადრიატიკის ლიგაზე „ვენასთან“ საშინაო შეხვედრა, ხოლო 29-ში შენგელიას ყოფილი კლუბი, „ბარსელონა“ ჩავა დუბაიში.

მსგავსი