თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჩაქვში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჩაქვში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი დაუდასტურდა, ცხელების ცენტრშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც.

რიჟვაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტის მოსაძიებლად უკვე მუშაობენ.

„ოაზისში“, ჩაქვში დაგვიდასტურდა ერთი ახალი შემთხვევა და შესაბამისად, ეს პაციენტი გადაყვანილია ცხელების ცენტრში. ასევე მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრი, მედიკოსებთან ერთად, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება, გატესტვა. რაღაც პერიოდი ამ ადამიანების მიმართ იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიება გატარებული, ტესტის პასუხების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.