თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვენლოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.