თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობა „კოვიდ-19“-ის მართვისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარმოადგინა, რომელიც დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარედგინება.

აჭარაში „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი საკარნტინო ზონებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობისა და მარაგების შესაძენად დაიხარჯება. ასევე იგეგმება, სასურსათო კალათების გადაცემა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კალათას ჯამში 10 ათასი ბენეფიციარი მიიღებს.

„რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტის პარამეტრებს, ამ ნაწილში ჩვენ განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილებები და დაახლოებით 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება პირდაპირ ამ ინფექსიაცთან ბრძოლას და შესაბამისად, გადანაწილდება როგორც საკარანტინო სივრცეებზე, ასევე ჯანდაცვის მარაგების შესავსებად“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.